ახალი ამბები

“ვგეგმავთ ცენტრალური სტადიონის აღდგენას და პროფესიული გუნდის შექმნას” – ქარელის მერი

შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან ქარელი ერთადერთია, სადაც ამჟამად პროფესიული საფეხბურთო სტადიონი არ ფუნქციონირებს. თუმცა, “მოზაიკას” ინფორმაციით, ქარელის ცენტრალური სტადიონის განახლება და კეთილმოწყობა ადგილობრივი თვითმართველობის დღის წესრიგში დგას.

ეს ინფორმაცია ქარელის მერმა, ზაზა გულიაშვილმაც დაგვიდასტურა. 

„საზოგადოების მაღალი და აქტიური მოთხოვნიდან გამომდინარე ქარელში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება. აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ფედერაციასთან და გავდივართ კონსულტაციებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან წარმატებული კონსულტაციის გავლის შემდეგ უკვე უშუალო სამუშაოები დაიწყება”.

გულიაშვილის თქმით,  სტადიონის რეაბილიტიაციის პარალელურად, ქარელში პროფესიული გუნდის ჩამოყალიბებაც იგეგმება. 

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში უკანასკნელი პროფესიული სტადიონი 2022 წლის გაზაფხულზე ხაშურში გაიხსნა, რომლის მშენებლობის ხარჯებმაც 6.4 მილიონი ლარს მიაღწია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები