ახალი ამბები

“ბავშვები სიცივეში არიან” – როდის ჩაირთვება გათბობა გორის მე – 4 საბავშვო ბაღში 

“როდის დაამონტაჟებენ ქვაბს რომ ჩართომ გათბობა და პატარები სიცივეში არ იყვნენ?”, – ამ საკითხის გარკვევა “მოზაიკას” ერთ-ერთმა მოქალაქემ სთხოვა. 

მე-4 საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი ამბობს, რომ ბავშვები სიცივეში არიან. მისი თქმით, კონკრეტული პასუხი ადმინისტრაციისგან ვერ მიიღეს, თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი გათბობის ჩართვა. 

“მშობლები განვიცდით, ჩვენი ბავშვები სიცივეში რომ არიან და აქამდე, რომ არ აქვთ შეძენილი ცენტრალური გათბობის ქვაბი”,- გვითხრა მშობელმა. 

“მოზაიკა” საკითხის გასარკვევად გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოში განმარტეს, რომ გათბობის პრობლემა აღნიშნულ საბავშვო ბაღში უახლოს პერიოდში მოგვარდება. 

“საქვაბეები გარეთ აშენდა და გაზის მილი იყო მისაყვანი, პროცესი დაწყებულია და უახლოეს დღეებში ეს საკითხი მოგვარდება”,– გვითხრეს სააგენტოში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.