ახალი ამბები

კაცს, რომელიც ცოლს ნაჯახით ემუქრებოდა, გორის სასამართლომ პირობითი მიუსაჯა

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცმა ცოლი სცემა და ნაჯახით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. საქმემ გორის რაიონულ სასამართლოში გადაინაცვლა.

დაახლოებით 14:15 საათზე საყოფაცხოვრებო საკითხებზე განაწყენების გამო, ო.ე – მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ.ე-ს, კერძოდ ხელი დაარტყა მარცხენა მხრის არეში. ო.ე-ს ქმედების შედეგადთ თ.ე -მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთანავე ო.ე მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ მოუღერა ცული და უთხრა რომ მოკლავდა, რა დროსაც თ.ე-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში”, – ნათქვამია საქმის მასალებში.

საქმე მოსამართლემ შალვა კაკურიძემ განიხილა. ცოლის მიმართ მუქარისა და ფიზიკური ძალადობისთვის სასამართლომ ქმარს 2-წლიანი პირობითი მიუსაჯა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.