გორში, ცხინვალის გზატკეცილის #21 -ში მდებარე ბიბლიოთეკის რემონტისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. უწყებამ სამუშაოებისთვის 70 899 ლარი გაითვალისიწინა.
შენობაში დაგეგმილია:
- იატაკზე ქვიშა ცემენტის ხსნარის მოჭიმვა;
- იატაკზე ლამინატის მოწყობა;
- პლასტმასის პლინტუსის მოწყობა იატაკზე ფიტინგებით;
- იატაკის მოპირკეთება ხაოიანი კერამიკული ფილით;
- კედლების მოპირკეთება კერამიკული ფილით;
- კერამიკული პლინტუსის მოწყობა;
- უნიტაზისა და ხელსაბანის მოწყობა;
- ჭერზე ნესტგამძლე თაბაშირმუყაოს ფილების მოწყობა;
- კედლების, ჭერისა და გვერდულების დამუშავება და შეღებვა მაღალი ხარისხის წყალემულსიის ხსნარით; MDF-ის ყრუ კარების მოწყობა საკეტით;
- ლითონის ორფრთიანი სეიფის კარის მოწყობა;
- მეტალოპლასტმასის ფანჯრების მოწყობა;
ასევე დაგეგმილია ელექტრო გაყვანილობების სრულად გამოცვლა და მოწყობა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ ბიბლიოთეკის რემონტი ხელშეკრულების გაფორმებიდან, ერთ თვეში უნდა დაასრულოს.
დატოვეთ კომენტარი