ახალი ამბები

190 000 ლარი ნაგავშემკრები მანქანისთვის – გორის მერიის ტენდერი 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ნაგავშემკრები მანქანის შესაძენად, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 190 000 ლარი გაითვალისწინა. 

უწყებას სურს შეიძინოს  მანქანა, რომელიც შემდეგ მახასიათებლებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • ავტომობილის გამოშვების წელი – არანაკლებ 2011 წელი;
  • ავტომობილის ტიპი:  სატვირთო (კომუნალური – ნაგვის შემკრები მანქანა-ჰიდრავლიკური
    წნეხით- უკანა ჩატვირთვით);
  • ადგილების რაოდენობა : არანაკლებ 3;
  • ძრავის ტიპი: დიზელი.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მანაქანის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი