მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკთა შორის სამბოში ერევანში გაიმართა, საიდანაც ქარელელი მოჭიდავეები 7 მედლით დაბრუნდნენ.
როგორც მათი ერთ ერთი მწვრთნელი, მირზა ხაბარელი გვიყვება, ქარელის გუნდი 7 კაცით იყო წარმოდგენილი და შვიდივემ მედალი აიღო – 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.
ვერცხლის მედალოსნები:
- გიორგი ხმალაძე ;
- ლუკა ძმორაშვილი;
- თამაზ კობერიძე;
- ზურა ჩაგელიშვილი.
ბრინჯაოს მედალოსნები:
- ვალერი იარღანაშვილი;
- გიგა მაისურაძე;
- ნიკა ნანეტაშვილი.
დატოვეთ კომენტარი