ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ სამ სოფელში ხიდების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 52 273 ლარი გაითვალისწინა.
პროექტის მიხედვით, მერია გეგმავს ხიდების რეაბილიტაციას სოფლებში:
- სოფელ რბონაში მდ. მტკვარზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია;
- სოფელ სათივეში მდ. მტკვარზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია;
- დაბა სურამში იტრიის დასახლებაში, მდინარე სურამულაზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღეში უნდა დაასრულოს.
ფოტო: ვალერი ზანგური
დატოვეთ კომენტარი