ახალი ამბები

ბრეთში გზის რეაბილიტაციისთვის 700 ათასი ლარი დაიხარჯება  

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში გზის ასფალტირების სამუშაოები დაიწყო, – ინფორმაციას ამის შესახებ ქარელის მერია ავრცელებს. 

უწყბის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიგება 1300 მეტრამდე ასფალტის საფარი. 

” პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნუციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ამჟამად მიმდინარეობს მიწის მოჭრა-მოსწორების სამუშაოები”, – ნათქვამია ინფომაციაში. 

სამუშაოებს ახორციელებს შპს „სიახლე +“, რომელშიც მერიამ 709 000 ლარი გადაიხადა. 

დატოვეთ კომენტარი