ქარელში სახალხო დღესასწაული “ქარელობა 2022” 5 ნოემბერს გაიმართება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 22 000 ათას ლარამდე დაიხარჯება.
როგორც ქარელის კულტურისა და სახელოვნებო ა(ა) იპის უფროსი, გიორგი ეგნატაშვილი ამბობს, ღონისძიებების ჩამონათვალი დასაზუსტებელია.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზუსტება თუ რა ღონისძიებები გაიმართება ქარელობის დღესასწაულზე, ზუსტი ბიუჯეტიც მას შემდეგ გვეცოდინება”, – გვითხრა გიორგი ეგნატაშვილმა.
ინფორმაციისთვის, რეგიონის მასშტაბით, ქალაქების დღესასწაულებს აღნიშნავენ გორში, ხაშურსა და კასპშიც.
დატოვეთ კომენტარი