ახალი ამბები

გორის მერიასა და ევროპის საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა 

გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკა ღვინიაშვილმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ სტეფან სირბუმ.

“შეთანხმების მიზანია, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერია ერთ – ერთია საქართველოს იმ 15 მუნიციპალიტეტს შორის, რომელთანაც ევროპის საბჭომ მემორანდუმი გააფორმა. თხუთმეტივე მუნიციპალიტეტი კონკურსის შედეგად შეირჩა. კონკურსი ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.

დატოვეთ კომენტარი