ახალი ამბები

გორში აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს 

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გორში, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოადგილე მარლენ ნადირაძე და მერიის სხვა თანამშრომლები გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ, შეხვდნენ ვეტერანებს და ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. 

“გვინდა, რომ პატივი მივაგოთ იმ გმირებს, ვინც საქართველოს კეთილდღეობას თავი შესწირა. მჯერა, რომ ქართული სისხლი ტყუილად არ დაღვრილა და იმ ბიჭების თავდადება უკვალოდ არ ჩაივლის. ადრე თუ გვიან აფხაზეთის მიწაზე აუცილებლად აფრიალდება ქართული დროშა. ბევრი ომი ვნახეთ, ახლა მთავარია, რომ ქვეყანაში სტაბილურმა და ხანგრძლივმა მშვიდობამ დაისადგუროს და მწამს, რომ გავა დრო და აფხაზეთი ისევ საქართველოს ნაწილი იქნება”, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, მიხეილ შაყულაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, 29 წლის წინ სეპარატისტულმა და რუსულმა ჯარებმა დაიკავეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია.

დატოვეთ კომენტარი