გორში მდინარე მტკვრის კალაპოტში, ძველი ხიდიდან პარკ ახალბაღის ტერიტორიამდე, რკინა ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.
გორის მერიამ სამუშაობისთვის 3 852 120 ლარი გაითვალისწინა.
პროექტის მიხედვით, საყრდენი კედლების გარდა, ასევე დაგეგმილია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაც.
ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა შეასრულოს.
დატოვეთ კომენტარი