ახალი ამბები

უდიდესი გამოცდილება იყო – გორელი სტუდენტები ბოსტონიდან დაბრუნდნენ

გორელი სტუდენტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბოსტონში იმყოფებოდნენ. ლუკა მოსიაშვილი, ლიზი ბერიანიძე, დავით რობანიშვილი და რატი ბეგიჯანაშვილი ბოსტონის უნივერსიტეტში პროგრამა CELOP Fundamentals of Leadership-ით წავიდნენ. 

“დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის”, – ამბობს ლუკა და ბოსტონში გატარებულ დღეებს იხსენებს. 

“პირადად გავეცანი ამერიკულ კულტურას, მოსახლეობას, ცხოვრების სტილს, მათ მისწრაფებებსა და ინტერესებს. გვქონდა შესაძლებლობა რომ ბოსტონის უნივერსიტეტში შეგვესწავლა ლიდერობასთან დაკავშირებული საკითხები. მოვინახულეთ ღირსშესანიშნაობები: ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკა, ჯონ კენედის მუზეუმი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, MIT. ამ პროგრამამ მოგვცა შესაძლებლობა პრაქტიკაში საკუთარი თვალით გვენახა ის, რასაც ორი წლის განმავლობაში თეორიულად ვსწავლობდით ამერიკული კულტურის შესახებ”

ბორტონიდან დაბრუნებული ლიზი ბერიანიძეც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე საუბრობს. 

“გაცვლითმა პროგრამამ უდიდესი გამოცდილება მომცა. ჩაგვიტარდა ტრენინგები და აქტივობები, რომლებიც უკავშირდებოდა ლიდერობას. ამ აქტივობებმა განამტკიცა, როგორც ჩვენი ლიდერული უნარები, ისე ინგლისური ენა. ამერიკული კულტურის გაცნობის გარდა, ჩვენ გამოვცადეთ, თუ რას ნიშნავს იყო სტუდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვიცხოვრეთ საერთო საცხოვრებელში, მოვინახულეთ უამრავი ღირსშესანიშნავობა, დავესწარით ლექციებს, გავსინჯეთ სხვადასხვა კერძი და რაც მთავარია, შევიძინეთ უამრავი მეგობარი”. 

ინფორმაციისთვის, ლუკა მოსიაშვილი, ლიზი ბერიანიძე, დავით რობანიშვილი და რატი ბეგიჯანაშვილი “ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა“ (Access) სტუდენტები არიან. 

დატოვეთ კომენტარი