ახალი ამბები

“ფარები ჰქონდა ჩამქრალი” – მარანაში ტრაქტორს მანქანა დაეჯახა 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანაში ტრაქტორს მანქანა დაეჯახა, დაშავდა ერთი ადამიანი. 

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა ღამით მოხდა. 

“ტრაქტორს ფარები ჰქონია ჩამქრალი და ვერ შენიშნა მანქანის მძღოლმა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამიძიება 276 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.