ახალი ამბები

ხაშურის მე-6 საბავშო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება

ხაშურის მე-6 საბავშო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება.

როგორც ბაღების გაერთიანების მმართველმა “მოზაიკას განუმარტა”, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 122 989 ლარით ფინანსდება.

“მოხდება საბავშო ბაღისთვის სახურავის გამოცვლა, გაკეთდება ჭერი. მოხდება ბაღის კოსმეტიკური რემონტი”, – გვითხრა ლელა გელაშვილმა.

აღნიშნულ საბავშო ბაღში 120 სკოლამდელი აღსაზრდელი სწავლობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი