ახალი ამბები

ინტერნეტ მარკეტინგი – განავითარე შენი ბიზნესი “IMC აიემსი”-ს დახმარებით [R]

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბიზნეს სამყარო მნიშვნელოვნად შეიცვალა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება იყო მარკეტინგული სტრატეგიის ცვლილება, რომელიც საჭიროა როგორც დიდი, ისე მცირე ბიზნესისთვის. ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ინტერნეტის პოპულარობა და გამოყენება. ყოველდღიურად, საშუალო ამერიკელი იყენებს ინტერნეტს 2 საათზე მეტ ხანს, ზოგჯერ კი 10 საათამდე, ამოცანებისა და აქტივობების ფართო სპექტრისთვის.

ახორციელებთ თქვენი ბიზნესის ონლაინ მარკეტინგს? პოტენციური მომხმარებლების ასეთი დიდი აუდიტორიის ინტერნეტის საშუალებით მოზიდვისთვის, თქვენმა ბიზნესმა უნდა გამოიყენოს ინტერნეტ მარკეტინგი. ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ჩვენს რეგიონში დაფუძნებული კომპანია „IMC აიემსი“, რომელიც ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.

მომსახურების მიმართულებები:

საიტების დამზადება დღევანდელი ბიზნესის წარმატებაში დიდ როლს თამაშობს, იგი მუდმივად, თქვენგან დამოუკიდებლად იღებს ვიზიტორებს და აწვდის მათ ინფორმაციას. სწორედ აქ იჩენს თავს, თუ რამდენად კარგადაა დალაგებული თქვენი ვებ გვერდი, არის თუ არა მისი დიზაინი კომპანიის სახე, რამდენად მარტივი ინტერფეისი აქვს და მარტივი გამოსაყენებელია მომხმარებლისთვის. თუ საიტის ადმზადება გჭირდებათ და ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ ვის მიანდოთ ეს საქმე, ბევრს ნუღა იფიქრებთ!

ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო სარეკლამო სივრცეს სწორედ, რომ “ფეისბუქი” წარმოადგენს. სწორად წარმოებული სარეკლამო კამპანია და ფეისბუქ გვერდის მართვა კი მოგცემთ საშუალებას საჭირო სამიზნე მარტივად მოძებნოთ და ზუსტად მას შესთავაზოთ თქვენი პროდუქტი/სერვისი, ვისაც ნამვდილად სჭირდება. ამ პოპულალური სოციალური ქსელის მართვა საშუალებას აძლევს ყველა ტიპის ბიზნესს დაუკავშირდნენ მიზნობრივ აუდიტორიას, შექმნას მიმდევრების ბაზა და პოტენციურ მომხმარებელს პირდაპირ “კედელზე” გაუზიარონ მათთვის საინტერესო მომსახურება თუ პროდუქცია.

ეს არის თქვენი ვებსაიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემის (მაგ: Google) ალგორითმის შესაბამისად, რათა ძებნისას პირველ პოზიციებზე გამოჩნდეს. SEO ყურადღებას ამახვილებს ორგანული (უფასო) ძიების შედეგების რეიტინგის გაუმჯობესებაზე. თუ ვებსაიტი გაქვთ და გსურთ მეტი ტრაფიკის მიღება, ეს თქვენი მარკეტინგული ძალისხმევის ნაწილი უნდა იყოს.

ლოგოს დამზადება უმნიშვნელოვანესი წინაპირაბაა ბრენდის ჩამოყალიბებისთვის. ლოგო არის კომპანიის ანაბეჭდი! ის უნდა იყოს უნიკალური და პოზიტიურად აღსაქმელი! ლოგო თქვენი კომპანიის შესახებ პირველ შთაბეჭდილებას უტოვებს მომხმარებლებს. მისი ვიზუალი, ფერთა შეხამება, ბრენდის სათქმელის წარმოჩენა, კომპანიის საქმიანობის გამოხატვა – ეს ის დეტალებია, რომლებიც ლოგოს მნიშვნელობას გამოხატავენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ლოგოს შექმნა მიანდოთ გამოცდილ და კვალიფიციურ კომპანიას.

რეალურად არსებობს მეცნიერული ახსნა იმისა, თუ რატომ არის ვიდეო ბევრად უფრო ეფექტური, ვიდრე რეკლამის სხვა ტრადიციული ფორმები. სინამდვილეში, მსოფლიოს მოსახლეობის 65% კლასიფიცირებულია, როგორც “ვიზუალური მოსწავლეები” და ჩვენი ტვინის მიერ დამუშავებული ინფორმაციის 90% ითვლება ვიზუალურად. რა თქმა უნდა, ვიდეო არ არის ვიზუალური რეკლამის ერთადერთი ფორმა, მაგრამ ცხადია, რომ დინამიური კონტენტი, როგორიცაა ვიდეო, საუკეთესოა ყველაზე მიმზიდველ, გასართობ და ყოვლისმომცველ ვარიანტებს შორის. გარდა ამისა, Youtube არის სიდიდით მეორე საძიებო სისტემა Google-ის შემდეგ, თვეში 1,5 მილიონზე მეტი მომხმარებლით.

მობილური აპლიკაციის დამზადება თანამედროვე ციფრულ სამყაროში ერთერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა ბიზნესის მრავალმხრივი განვითარებისთვის. დღეს ყველა მიმართულების საქმიანობაშია აუცილებელი, რომ თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენოთ არა მხოლოდ ტრადიციული მარკეტინგი, არამედ ციფრული მარკეტინგის ყველა შესაძლო რესურსი. ანდროიდ თუ IOS სისტემის App-ი დღეს თანაბარმნიშვნელოვნად წარმატების მომტანი შეიძლება იყოს სხვადასხვა მიმართულების ბიზნესში. იქნება ეს ტაქსის აპლიკაციის შექმნა თუ ინტერნეტ მაღაზიის აპლიკაციის აწყობა.

გრაფიკული დიზაინი ეს არის ხელობა, სადაც პოფესიონალები ქმნიან ვიზუალური შინაარსის შეტყობინებებს კომუნიკაციისთვის. ვიზუალით, განლაგებით, ტიპოგრაფიითა და სურათების გამოყენებით, მომხმარებელს ყურადღებას უმახვილებენ მნიშვნელოვან ელემენტებზე, რასაც სარეკლამო კამპანია ითვალისწინებს.

Google Ads (ადრინდელი Google AdWords და Google AdWords Express) ონლაინ რეკლამის გადაწყვეტაა, რომელსაც იყენებენ ბიზნესები თავიანთი პროდუქტებისა და სერვისების დასაწინაურებლად Google Search-ში, YouTube-ში და სხვა ვებ საიტებზე. აგრეთვე, Google Ads საშუალებას აძლევს რეკლამის განმთავსებლებს, აირჩიონ კონკრეტული მიზნები მათი რეკლამებისთვის, როგორიცაა სატელეფონო ზარებისა ვებსაიტების ნახვების მოზიდვა. Google Ads ანგარიშით რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ ბიუჯეტისა და სამიზნეების პარამეტრების დაყენება და რეკლამების ნებისმიერ დროს დაწყება ან შეჩერება.

ზემოთ მოყვანილი სერვისების დახმარებით, თქვენი ბიზნესი გახდება ბევრად უფრო მეტი ადმიანისთვის ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, ეს გაკეთდება გამართული, სწორი მარკეტინგული სტრატეგიებით. მეტი დეტალის გასაგებად, შეგიძლიათ, ეწვიოთ კომპანიის შესახებ გვერდს.

დატოვეთ კომენტარი