ახალი ამბები

რუისის გუნდი მინი ფეხბურთში მასტერლიგის გამარჯვებულია

ქარელის მუნიციპალიტეტში დამთავრდა მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელშიც 22 გუნდი მონაწილეობდა.

ტურნირის ფინალში ერთმანეთს “რუისი” და “გიგანტი – 2” დაუპირისპირდნენ. მატჩი რუისის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები, მედლები და ფულადი ჯილდო.

ღონისძიება გაიმართა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ქარელის მუნიციპალიტეტის სასპორტო დაწესებულებების გაერთიანების მხარდაჭერით.

დატოვეთ კომენტარი