ახალი ამბები

ხაშურის მოსახლეობას ორი კვირაა წყალი არ მიეწოდება

ხაშურში მოსახლეობას ორი კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდება.ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის მიწოდების პრობლემაა ცენტრალურ ქუჩებზეც. 

“2 კვირაა ქალაქში წყალი არ მოდის, ამ დრომდე წყალი 2 საათი გვქონდა, ახლა კი მხოლოდ 20 წუთი მოდის. როგორც  ვიცი, შეფერხებით მოდის წყალი ცენტრალურ ქუჩებზეც”,– ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი,  გიორგი მანჩაკოვი.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები მიმდინარეობს. 

“მოგეხსენებათ, არის ზაფხული და  გაზრდილია წყლის მოხმარება, წყალს მოსახლეობა იყენებს სარწყავადაც და მოხდა წყლის დებეტის შემცირება. ჩვენი კომპანია მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად და შუა კვირიდან გამოსწორებული იქნება მდგომარეობა. ხაშურს ისევ 5 საათიანი წყალმომარაგება ექნება”, – განაცხადეს წყალმომარაგების კომპანიაში. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები