ახალი ამბები

კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ბავშვთა გასართობი სივრცეები მოეწყო

კასპის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ბორტა, გამდლისწყარო, მრგვალი ჭალასა და თეძმისხევში ბავშვთა გასართობი ატრაქციონები მოეწყო.

4 სახეობის გასართობი საშუალებების შეძენა – მოწყობაზე ოთხივე სოფელში 56 895 ლარი დაიხარჯა, რომელიც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ექსიმ მედიმ“ განახორციელა.

როგორც კასპის მერიაში ამბობენ, 2022 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში მოსახლეობამ ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა გადაწყვიტა, რომელიც აღნიშნულ სოფლებში დღემდე არ ყოფილა.

დატოვეთ კომენტარი