გორთან ახლოს, ავტობანი ჩაბნელებულია. გზის ამ მონაკვეთზე ხილვადობა მინიმალურია.
“მოზაიკას” მთელი დღე ცდილობდა გარეგანათების გამორთვის მიზეზის დადგენას, თუმცა უშედეგოდ.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, საზგაო დეპარტამენტის სამსახური აცხადებს, რომ ეს მათ არ ეხებათ და ტექნიკურ გაუმართაობაზე “ენერგო პრო ჯორჯიაა” პასუხისმგებელი.
“ენერგო პრო ჯორჯიას” წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ პრობლემა არც მათ ეხებათ და ვერ იმას გვეუბნებიან, აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება ვის შეუძლია.
დატოვეთ კომენტარი