ახალი ამბები

ატენში მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართავს 

10 აგვისტოს ატენში, 12:00 საათზე  გარდატენის დასახლებაში გაიმართება საპროტესტო აქცია, რომელიც მოსახლეობამ დაგეგმა. 

ადგილობრივების თქმით, აქციის გამართვის მიზეზი, გაუმართავი წყალმომარაგების სისტემაა, რომელიც სოფელს დიდი ხანია აწუხებს.

“აქციაზე გაჟღერდება რამდენიმე მოთხოვნა.  გაუმართავი წყალმომარაგების სისტემა უკვე წლებია დიდ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის”, – ამბობენ ადგილობრივები. 

დატოვეთ კომენტარი