ახალი ამბები

გორში ავარია მოხდა – დაშავდა ერთი ადამიანი 

გორში, ცხინვალის გზატკეცილზე ავარია მოხდა. ერთმანეთსს 4 ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. 

“ოთხი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს, ერთი გოგო დაშავდა, სასწრაფომ წაიყვანა”, – ამბობს თვითმხილველი.

ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. დაწყებულია გამოძიება. 

დატოვეთ კომენტარი