ახალი ამბები

საციხურში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა 

სოფელ საციხურში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. 

არსებული ინფორმაციით, მოზარდი ველოსიპედით გაადადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილის სარკე ველოსიპედს გამოედო და ბავშვი წაიქცა. 

“თავი დაარტყა, როგორც ჩანს მძიმე დაზიანება მიიღო და სამწუხაროდ, ადგილზე გარდაიცვალა”, – ამბობენ სოფელში. 

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები