ხაშურის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში ბეტონის გზის დაგების სამუშაოებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 95 695 ლარია,
ბეტონის გზები დაიგება:
- უწლევში
- ყიფიანთუბანში
- მონასტერში
- ბეღლითში
- ბულბულისციხეში
სატენდერო წინადადების მიღება იწყება 2022 წლის 5 აგვისტოს და სრულდება 8 აგვისტო. სამუშაოს შესრულების ვადა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 63 კალენდარული დღით განისაზღვრება.
დატოვეთ კომენტარი