ახალი ამბები

შემოდგომით, ხაშურში 200 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯი “ქართლი” გაიხსნება 

ხაშურში 200 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯი “ქართლი” გაიხსნება. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მშენებლობის პროცესი დასასრულს უახლოვდება და კოლეჯის გახსნა შემოდგომით იგეგმება.

არსებული ინფორმაციით:

  • სამსართულიან შენობაში იფუნქციონირებს თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები და თანამედროვე სტანდარტის სპორტული დარბაზი;
  • შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის;
  • აღიჭურვება უახლესი ინვენტარითა და ტექნიკით;
  • ეზოში მოეწყობა ავტოსადგომი, სარეკრეაციო სივრცე და კომბინირებული ღია სპორტული მოედანი.

“ხაშურის პროფესიული სასწავლებელი სტუდენტებს რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიებს შესთავაზებს, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან მომზადება- გადამზადების პროგრამებს”, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ “მოზაიკასთვის” მოწოდებულ ინფორმაციაში. 

საგანმანათლებლო პროგრამებს შორისაა:

  • ელექტრობა;
  • ქვის სამუშაოების წარმოება;
  • კულინარია;
  • კონდიტერია;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები;
  • შედუღება;
  • იატაკის მოპირკეთება;
  • ვეტერინარია;
  • მეფუტკრეობა;
  • მებაღეობა;
  • სატყეო საქმე.

“კოლეჯი აქტიურად ითანამშრომლებს როგორც კერძო სექტორთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან.”

საგანმანათლებლო დაწესებულების მოწყობისთვის 10 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

დატოვეთ კომენტარი