ახალი ამბები

ქარელის #2 საჯარო სკოლის 2-მა მოსწავლემ ქართულის გამოცდაში 59 და 57 ქულა აიღო

ქარელის მე-2 საჯარო სკოლა საკუთარი მოსწავლეების წარმატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

სკოლის ინფორმაციით, მათმა ორმა მოსწავლემ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში უმაღლესთან მიახლოებული ქულები მიიღეს, 

  • ანა გუდაძემ 60-დან 59 ქულა აიღო.
  • ნინო არავიაშვილმა 60 -დან 57 ქულა აიღო.

სკოლის დირექტორის ლია ჭაბუკაშვილის განმარტებით, ანა გუდაძემ და ნინო არავიაშვილმა სკოლა ოქროს მედალზე დაასრულეს.

დატოვეთ კომენტარი