გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტომ ვერხვების დასახლებაში დანაგვიანებული სტადიონი დაასუფთავა.
სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ბარჯაძის თქმით, დაგეგმილია დამტვრეული ინფრასტრუქტურის აღდგენაც.
“დაასუფთავა ჩვენმა სამსახურმა, მაგრამ ყველაზე მეტი 3-4 დღე იყოს სუფთად. შემდეგ იგივე სურათს მივიღებთ. სამწუხაროდ, ადგილობრივები არ უფრთხილდებია, ანაგვიანებენ, ასევე გვაქვს ვანდალიზმთან საქმე, აფუჭებენ ნაგვის ურნებს, სტადიონზე მოწყობილ ბადეს. ჩვენ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ, ვცვლით ან ვარემონტებთ ურნებს, ასევე შეკეთდება ბადე, მოვუწოდებ იქ მაცხოვრებლებს, რომ იზრუნონ საკუთარი ქუჩის უბნის სისუფთავეზე”, – ამბობს გიორგი ბარჯაძე
დასუფთავების მიუხედავად, სტადიონის პრობლემად რჩება დანგრეული, მოუწესრიგებელი გასახდელები და საპირფარეშოები, სადაც ანტისანიტარიაა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სპორტულ სივრცეში არსებული ვითარების ამსახველი ფოტოები “მოზაიკამ” 29 ივნისს გაავრცელა.