ახალი ამბები

დატბორილი სარდაფები და კორპუსი აბრების გარეშე კასპში – ერთი ქუჩის გასაჭირი

კასპში, მირიან მეფის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლები ჩივიან, რომ საცხოვრებელს აბრები არ აქვს და ამის გამო, საჭიროების შემთხვევაში, მისამართის დაზუსტება უჭირთ.

“არ ვიცით ჩვენი ბინა რა ნომერია, ხან 80 -ს ვუთითებთ და ვერ გვაგნებენ, ხან 82 -ს და მაინც უჭირს ხოლმე მოგნება, სასწრაფოსაც და ტაქსსაც. აბრები გვესაჭიროება, რომ გავიგოთ რა ნომერია ჩვენი კორპუსი”, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ციცი ზაქარიშვილმა.

აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლებს ასევე კანალიზაციის პრობლემაც აწუხებთ და ამბობენ, რომ წვიმის დროს სარდაფები ეტბორებათ.

“წვიმის დროს ეზოც იტბორება და სარდაფებიც. კედლები სველდება, სუნიც დგება. აქამდეც იყო ეს პრობლემა, კორპუსის კედლები სველდება და ნესტია უკვე, ავეჯიც ფუჭდება და ყველაფერი”, – ამბობს ალინა ალიევა.

ადგილობრივების თქმით, მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ერთ-ერთმა მოსახელემ საკუთარ სახლამდე კანალიზაცია მიიყვანა და გზა გადათხრილი დატოვა. წვიმის დროს ქუჩაზე ნიაღვრები მოედინება და გადადგილება თითქმის, შეუძლებელია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.