ავტორი: მარი ცეცხლაძე
“ყველამ უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და ადამიანური ღირებულებებისათვის”, – ეს სიტყვები სოფელ წითელუნბის სკოლის პედაგოგს ამირან შავაძეს ეკუთვნის, რომელიც მოსწავლეებს პირველ რიგში ამ ღირებულებებით ზრდის.
ამირან შავაძეა 1957 წლის 8 მარტს მაღალმთიან აჭარაში ხულოს რაიონ სოფელ ჩაოში დაიბადა. მშობლების დახმარებით და მისი თავდაუზოგავი, შრომით ბავშვობის ოცნება აიხდია და პედაგოგი გახდა.
1989 წელს მან საყვარელი სოფელი დატოვა, რომელიც იმ დროს მეწყერსაშიშ ზონად ითვლებოდა და ახალი ცხოვრება წითელუბანში ოჯახთან ერთად დაიწყო. ამბობს, რომ ყველაფის თავიდან დაწყება მოუწია, რაც მისი ოჯახისთვის რთული იყო.
“ჩემი სოფლის დატოვების შემდეგ, წითელუბანში დავსახლდი, სკოლაში მუშაობა 1995 წლიდან დავიწყე და მას შემდეგ ისტორიის პედაგოგად ვმუშაობ. სკოლაში მუშაობის პარალელურად, მეურნეობას ვეწეოდი, რომ მძიმე ცხოვრების წლები დამეძლია”, – ამბობს შავაძე.
ამირან შავაძე უფროსი მასწავლებელია, გარდა საგაკვეთილო პროცესისა, ის ხშირად სკოლაში სხვადასხვა ღონისძიებებსაც ხელმძღვანელობს.
“ბავშვები მიყვარს, ვმეგობრობ მათთან. თუ რომელიმე მათგანს დახმარება სჭირდება, ყოველთვის მზად ვარ. ხშირად ლექსებსაც ვუწერ მათ, ვასწავლი ქვეყნის და იმ გმირი ხალხის სიყვარულს, ვინც დღემდე მოგვიყვანა”, – გვიყვება შავაძე.
მისი ინიციატივით და ძალისხმევით, სოფელში ხიდიც მოეწყო. თავდაპირველად თავისი სახსრებით დაიწყო მშენებლობა, შემდეგ კი თანასოფლელებიც მიეხმარნენ.
“სოფელი – დიდია, ხალხი კი ბრძენი. ამიტომ რაღაც უნდა გააკეთო ადამიანმა, რომ როცა აღარ იქნები, დარჩეს”, – ამბობს ის.