ადამიანები ისტორიები

ჩემი ოცნებაა, ისეთი ქვეყანა გავხდეთ, რომ ეს აღარ დაგვჭირდეს – ადამიანები ქარელის უფასო სასადილოდან

“უფასო კვების პროგრამით” ქარელის მუნიციპალიტეტში ყოველდღიურად 90-მდე ადამიანი სარგებლობს. ისინი ის სოციალურად დაუცველი მოქალაქეები არიან, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-ს არ აღემატება.

ყველა მათგანმა იცის, რომ სასადილოში საკვების მიღება 13:00 საათიდან შეუძლია. შესაბამისად, ხალხმრავლობაც ამ დროიდან იწყება.

ზოგი მარტო, გაჭირვებით მოდის, რადგან უკვე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ზოგიერთი მეუღლესთან ერთად დგება რიგში და თავის წილ ულუფას ელოდება. 

“მოზაიკა” დღეს რამდენიმე მათგანს ესაუბრა. ყველა მათგანი პენსიონერია. 

მარიამი:

“მარტო ვცხოვრობ, პენსიით და სოციალურით ვცდილობ თავის გატანას, უბრალოდ ამ ფულსაც ხშირად ოჯახის სხვა წევრებს ვაძლევ, რადგან ჩემს შვილისთვის ასთმა აქვს და წამლები სჭირდება. ეს სასადილო ძალიან მეხმარება. დიდი რამეა ჩემთვის აქ მიღებული საკვები.”

დალი:

“ბოლო წლებია, რაც ძალიან გაგვიჭირდა. ბავშვი გვაყვს ავად და მის მკურნლობას ძალიან ბევრი სჭირდება. მხოლოდ პენსია და სოციალური დახმარება გვაქვს და ვართ, ასე გაჭირვებაში. ეს სასადილოა, რაც ჩვენ გაგვაჩნია. აქ მიღებული საკვები რომ არა, არ ვიცი რა გვეშველებოდა, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ უფასო სასადილოში.”

ქარელში უფასო სასადილო მეხუთე წელია, რაც ფუნქციონირებს და მისი ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან იფარება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.