ახალი ამბები

სურამში ხიდის მშენებლობა სამ თვეში დასრულდება 

სურამში ხიდის მშენებლობა სამ თვეში დასრულდება, – ამის შესახებ “მოზაიკას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. 

მოსახლეობა ხიდის მშენებლობის გამო დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვს, მათი თქმით, ტურისტული სეზონი ახლოვდება და დამსვენებლების მიღება აღნიშნული გზის გამო გაუჭურდებათ. 

“როგორც ჩანს გაურკვეველმა კომპანიამ მოიგო ტენდერი და თითქოს საქმე დაიწყეს, ხიდი შუაზე გაწყვიტეს, შემოღობეს და ამით მორჩა ყველაფერი. მეორეხარისხოვანი გზა გამოიყენეს, სადაც ტრაილერებმა და სხვადასხვა მანქანებნა დაიწყეს სიარული. ვერ გაივლი თუ ცურვა არ იცი”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ზურა კიკნაძე. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გზა ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოწესრიგდება. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები