ახალი ამბები

შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტო ვაკანსიას აცხადებს

შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური სააგენტო კინოლოგის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

“დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით – 599 41 45 49”, – აცხადებენ სააგენტოში.

ინფორმაციისთვის, კინოლოგია არის მეცნიერება ძაღლების, მათი ჯიშებისა და მათი მოვლის შესახებ. კინოლოგია სწავლობს ძაღლის ანატომიასა და ფიზიოლოგიას, შინაური ძაღლების ჯიშების წარმოშობასა და ევოლუციას, მომრავლებასა და სელექციას, კვებას, შენახვას, წვრთნას და მათ გამოყენებას სანადირო, სადარაჯო, სამუშაო, სამძებრო დანიშნულებით, აგრეთვე დეკორატიული მიზნებისათვის. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.