სტატიები

“ტურისტული სეზონი იწყება და გზა არ გვაქვს” – სურამში გზის მოწესრიგებას ითხოვენ

“გვიხარია, ზაფხული მოდის და სურამში დამსვენებლები ჩამოვლენო, მაგრამ ის გზა, საიდანაც სურამში უნდა მიხვიდე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ზურა კიკნაძე.

მისი თქმით, ხიდის მშენებლობისთვის დაწყებული სამუშაოების გამო, გზა იმდენად დაზიანდა, რომ ფეხით გადაადგილეება უჭირთ.

“როგორც ჩანს გაურკვეველმა კომპანიამ მოიგო ტენდერი და თითქოს საქმე დაიწყეს, ხიდი შუაზე გაწყვიტეს, შემოღობეს და ამით მორჩა ყველაფერი. მეორეხარისხოვანი გზა გამოიყენეს, სადაც ტრაილერებმა და სხვადასხვა მანქანებნა დაიწყეს სიარული. ვერ გაივლი თუ ცურვა არ იცი. იმ გზაზე, კი, სადაც თითქოს, ბულვარი უნდა გაკეთებულიყო გაგაოცებთ. ყველა საშენი მასალა იქ დაყარეს, ზედ საოჯახო ნაგავიც მიაყოლეს და მასზე წითელი ყაყაჩოები ლამაზად იწონებენ თავს”, – ამბობს ზურა კიკნაძე.

კიდევ ერთი ადგილობრივი, რომელიც აღნიშნული გზის პრობლემაზე საუბრობს, მანანა სეფისკვერაძეა. მისი თქმით, სურამი – შინდარას მონაკვეთზე გზა სურამის ხიდის მშენებლობის გამო დაზიანდა და რამდენიმე თვეა აღნიშნულ გზაზე გადააგილება უსაფრთხო აღარ არის.

“5 – 6 თვეა თითქმის, რაც ეს მდგომარეობაა. მთელი ზამთარი სურამის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ჩამონგრეული და გადათხრილია აქაურობა. ტრაილერები და “მარშუტკები” დადიან, გვერდს ვერ აუქცევ. წვიმიან ამინდში კი ისეთი მდგომარეობაა, უნდა ილოცო, რომ ცოცხალი გადახვიდე. მე – 4 სკოლა არ ფუნქციონირებს, თორემ საშიშროება, მართლაც იქნებოდა, რამდენი ბავშვი დადის”, – ამბობს მანანა სეფისკვერაძე.

აღნიშნული პრობლემის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტშიც იციან, თუმცა ამბობენ, რომ სურამის ხიდს საქართველოს გზების დეპარტამენტი აშენებს და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

“ჩვენ ვიცით აღნუშნული პრობლემის შესახებ და არაერთხელ მივმართეთ გზების დეპარტამენტს, რომ დრულად მოაგვარონ ეს საკითხი და გამოასწორონ მდგომარეობა. ზუსტი დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა აღნიშნული გზის მოწესრიგება მათ მოვალეობაში შედის, როცა ხიდის მშენებლობას დაასრულებენ”, – განმარტავენ ხაშურიის მერიაში.

როდის დასრულება სურამში ხიდის მშენებლობა და მოწესრიგდება თუ არა გზა ტურისტული სეზონის დაწყებამდე “მოზაიკა” საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ხიდის მშენელობა უახლოეს სამ თვეში დასრულდება და გზაც მოწესრიგდება.

დატოვეთ კომენტარი