ახალი ამბები

ავარიის დროს დაშავებული 1 პირი გაწერეს, 2 კი, თბილისში გადაიყვანეს – კლინიკა

23 მაისს, ავტობანზე რუის-ურბნისის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 პირიდან, ერთი საავადმყოფოდან გაწერეს, ორი კი, სამკურნალოდ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

“ერთი უკვე გაეწერა და სახლში იმყოფება, თავს კარგად გრძნობს. დანარჩენი 4 დაშავებულიდან კი 2 გადაყვანილია ქარელიდან თბილისში, 2 დაშავებული რჩება გორის კლინიკაში. ამ დროისთვის ორივეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთ-ერთ დაშავებულს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია”, – აცხადებს “გორმედის” ადმინისტრაცია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ავტომობილი დაიწვა, გარდაიცვალა 1 და დაშავდა 5 ადამიანი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები