ახალი ამბები

„დანაგვიანებული ადგილი, რაზეც მეხრიშვილი საუბრობს, ჩემს სამსახურს არ ეკუთვნის”

„დანაგვიანებული ადგილი, რაზეც მეხრიშვილი საუბრობს, ჩემს სამსახურს არ ეკუთვნის” , – ასე პასუხობს ხაშურის მერიის კულტურის და სპორტის განყოფილების უფროსი კონსტანტინე ფრუიძე, სამოქალაქო აქტივისტის ზაზა მეხრიშვილის კრიტიკას.

მეხრიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს დანაგვიანებული ოთახი. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ ეს დანაგვიანებული ოთახი ფრუიძის კაბინეტის გვერდით არის.

“6 წელიწადია ეს კაცი ამ თანამდებობაზეა და ამ დროის განმავლობაში ერთხელ ვერ შეამჩნია, რომ შენობაში ნაგვის მთები დგას. წარმოიდგინეთ ერთხელ არ მოაფიქრდა, რომ დასუფთავების სამსახურში დაერეკა მაინც. მარტო ხელფასის ასაღებად დადის სამსახურში” , – აცხადებს მეხრიშვილი.

კონსტანტინე ფრუიძის განმარტებით ის დანაგვიანებული ადგილი, რაზეც ზაზა მეხრიშვილი საუბრობს მის სამსახურს არ ეკუთვნის.

“ჩემი მოვალეობა იმ ტერიტორიის დასუფთავება არ არის. რაც ჩვენ გვეკუთვნის და რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, ის ტერიტორია დასუფთავებულია. შეგიძლიათ ადგილზე მოხვიდეთ და ნახოთ” , – განმარტა კონსტანტინე ფრუიძემ, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა ხაშურის მერიაში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი