„ხაშურში წვიმის დროს უნდა გაცურო”, – ამბობს ხაშურში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე.
“სანიაღვრე სისტემები მოსაწესრიგებელია წვიმის დროს წყალი გროვდება და იტბორება ქუჩა, უნდა გაცურო რომ ბაზარში შეაღწიო, წყალში იხრჩობა ხალხი, გზები რა დღეშია ყოველთვის როცა წვიმს ასეთი ამბავია აქ და პატრონი არავინაა”, – ამბობს მოქალაქე.
ხაშურის მერიაში აცხადებენ, რომ ამ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან.
“სამწუხაროდ ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვახერხებთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, რადგან იგეგმება წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების განახლება, ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი პრობლემის მოგვარება” – განმარტავს უწყება.
დატოვეთ კომენტარი