ახალი ამბები

ქარელში საგზაო ნიშნების მოსაწყობად 100 ათასზე მეტი დაიხარჯება

ქარელის მერიამ სოფლებში სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მოწყობისთვის 106 000 ლარი გამოყო. უწყებამ ტენდერი გამოაცხადა.

“სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვაში მოცემულია 10 საგზაო ნიშნების მონტაჟი, 20 მეტალის მილის დგარი, 20 ფოსფორის საღებავი, 90 სიჩქარის შემზღუდავი ბანერი, 20 მეტალის მილი”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

როგორც ცნობილია, ტენდერის დასრულების ბოლო ვადაა 2022 წლის 9 ივნისი. სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მოწყობის სამუშაოების დასრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 კალენდარულ დღეს ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი