ახალი ამბები

“მოგვაქციეთ ყურადღება”, – ხაშურის მოსახლეობა ანტისანიტარიაზე

“ასეთი ანტისანიტარია შეიძლება იყოს ხაშურის ცენტრში?” , – ამბობს ხაშურში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე. მოსახლეობა ამბობს, რომ ხაშურში ბაზრის ტერიტორია დანაგვიანებულია

“მივმართეთ გამგეობას ყურადღება მოგვაქციონ, ასეთი ანტისანიტარია შეიძლება იყოს ხაშურის ცენტრში? ათასი ადამიანი შემოდის ბაზრის ტერიტორიაზე და უპატრონოდ არის მიგდებული. პატრონი ხომ უნდა გვყავდეს, არავინ არ გვაკითხავს ჩვენ. მიგდებულები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ხაშურის ცენტრი”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მერიის განმარტებით, ბაზრის ტერიტორია კერძოა, რის გამოც უწყების ზედამხედველობის სამსახურმა ტერიტორიის მეპატრონეს ჯარიმა გამოუწერა.

დატოვეთ კომენტარი