ახალი ამბები

„მოსიარულე ბიბლიოთეკა” – ქარელის მერია მოსახლეობას წიგნებს სოფლებში ჩაუტანს

​”მოსიარულე ბიბლიოთეკა”, – ასე ჰქვია აქციას, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ზღუდერიდან დაიწყო.

“ადგილზე ხალხს შეეძლებათ დროებით სარგებლობაში მიიღონ სასურველი წიგნები. სწორედ ამას ემსახურება ეს აქცია, რადგან სოფლებში არ არის ბიბლიოთეკები. აქედან გამომდინარე, მერიამ გადაწყვიტა “მოსიარულე” ბიბლიოთეკა გააკეთოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით”, – განმარტავს მერია.

25 მაისს ქარელის მერიამ წიგნები ზღუდერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ჩაიტანა. უწყების თქმით, აქცია ერთჯერადი არ იქნება და პერიოდულად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩავა ქარელის მერიის “მოსიარულე” ბიბლიოთეკა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები