ხაშურის მუსიკალური სკოლის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება. მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 317 747 ლარი იხარჯება.
“პროექტის ფარგლებში ტერიტორია მოპირკეთდება, ფილებით, მოეწყობა შადრევანი, დამონტაჟდება სკამები , ასევე გაკეთდება საპარკინგე ადგილები. მუსიკალური სკოლის ტერიტორიაზე გაკეთდება კიბე, რომელსაც სიმბოლურად კლავიშების ფორმა ექნება”, – განმარტავს მერია.
როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტის სამშენებლო სამუშაოებს ინდ.მეწარმე შორენა თაბაგარი ასრულებს.
დატოვეთ კომენტარი