ახალი ამბები

„ქარელში ქუჩის აბრები დაზიანებულია და აღსადგენია”

“ქარელში პრაქტიკულად დაზიანებული და აღსადგენია ქუჩების სახელწოდებები და შენობების სანომრე აბრები”, – აღნიშნული პრობლემის მოგვარების თხოვნით საკრებულოს მოხსენებით მიმართა ოპოზიციური პარტიის “საქართველოსთვის”  წევრმა და დეპუტატმა ვასილ ბაქრაძემ.

“მნიშვნელოვანია ეს პრობლემა მოგვარდეს  უმოკლეს ვადებში, როგორც ტურისტისთვის, ასევე ჩამოსული სტუმრებისათვის, რადგან უნდა იცოდნენ კონკრეტული მისამართები და კონკრეტული ნომრები იმისთვის, რომ ხელი არ შეეშალოთ გადაადგილებაში და არ შეექმნათ დისკომფორტი”, – აცხადებს საკრებულოს წევრი ვასილ ბაქრაძე.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის იური ქობესაშვილის განმარტებით, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

“ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა, ტენდერიც გამოცხადებულია, როგოც კი დასრულდება გარე ფასადების მოპირკეთება ეს პრობლემაც მოგვარებული იქნება. რაც შეეხება მოხსენებაზე პასუხს მიიღებთ დადგენილ ვადებში”, – განაცხადა იური ქობესაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები