ახალი ამბები

ხაშურში ტყის სოკომ ოჯახის 3 წევრი მოწამლა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივეში ოჯახის სამი წევრი ტყეში დაკრეფილი სოკოთი მოიწამლა.

მოწამლულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა, ხაშურში “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანა.

“მათ ტოქსიკოლოგიური კვლევა დასჭირდათ, რისთვისაც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადავამისამართეთ”, – განმარტავს ექიმი.

როგორც ცნობილია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები