ახალი ამბები

ხაშურში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 16 ივნისამდე გაგრძელდება

ხაშურის მუნიციპალიტეტში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 16 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია ხდება სასურველ საბავშო ბაღში არსებულ ვაკანტურ ადგილზე.

“საბავშო ბაღში ჩარიცხვის დროს პრიორიტეტი მიენიჭება ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ საბავშო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბავშო ბაღის თანამშრომლის შვილებს, დევნილებს და სოც დაუცველებს”, – აღნიშნულია დადგენილებაში, რომელიც ხაშურის საკრებულომ დაამტკიცა.

დოკუმენტის მიხედვით, საჭიროებიდან ან ვაკანტური ადგილების დარჩენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია გააგრძელოს რეგისტრაციის პროცესი ამ დებულების განსაზღრული ოდენობით.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები