ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, პესტიციდებით ოჯახის 3 წევრი მოიწამლა. ისინი ინტოქსიკაციის სიმპტომებით, ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.
“ეს პიროვნებები პესტიციდებით იყვნენ მოწამლულები. როგორც შემდეგ გაირკვა, ოჯახის ერთ-ერთ წევრს საჭმელში მარილის მაგივრად შემთხვევით პესტიციდი ჩაუყრია”, – განმარტავს ექიმი.
მისივე ცნობით, პაციენტების მდგომარეობა დაასტაბილურეს, შემდეგ კი, დამატებითი კვლევებისთვის, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
დატოვეთ კომენტარი