ახალი ამბები

დევნილთა სააგენტომ გორში ბინის მიღების მსურველების ქულები გამოაქვეყნა 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გორში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებს აქვეყნებს.

სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ეძლევათ.

სააგენტოს ცნობით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდეგაც განახლებული სია გამოქვეყნდება.

კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელსაც მონიტორინგის ჯგუფები გადაამოწმებენ.

“მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება”, – ნათქვამია განცხადებაში.

გორში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების ნახვა შეუძლიათ ბმულზე: გორში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები

დატოვეთ კომენტარი