ახალი ამბები

შიდა ქართლში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 8 მამაკაცი გახდა

ბოლო მონაცემებით, შიდა ქართლში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 8 მამაკაცი გახდა.

“მიმდინარე წელს შიდა ქართლში გამოვლენილ ოჯახში ძალადობის შემთხვევების საფუძველზე გაიცა 41 შემაკავებელი ორდერი. ძალადობის მსხვერპლი 8 მამაკაცი და 33 ქალი გახდა.”, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ოჯახში ძალადობის გამო პოლიციას სხვადასხვა ასაკის მამაკაცები მიმართავენ.

“8 მამაკაცს შორის, რომელიც შიდა ქართლში ოჯახში ძალადობის მსხვერპლები გახდნენ, 3 მათგანი 65 წელზე მეტის არის, 4 მათგანი 45-60 წლის და ერთი – 25-44 წლის”, – განმარტავს შსს.

ინფორმაციისთვის, ოჯახში ძალადობის აღნიშნული შემთხვევებიდან 5 ფიზიკური იყო, ხოლო 41 ფსიქოლოგიური.

დატოვეთ კომენტარი