ხაშურის მუნიციპალიტეტში გასული ერთი წლის განმავლობაში 57 მიუსაფარი ძაღლი დაიღუპა. ა(ა)იპ ხაშურსერვისის ცნობით, ჯამში მუნიციპალიტეტში 230 მიუსაფარი ძაღლი აღრიცხეს.
“აღირიცხა 230 ძაღლი საიდანაც 57 დაიღუპა, გაშვებული იქნება 173, მიუსაფარი ცხოველების დახმარების პროგრამაში ჩართულია 8 თანამშრომელი”, – განმარტავს ხაშურსერვისი.
ა(ა)იპ ხაშურსერვისს აქვს “მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობის პროგრამა”, რისთვისაც ბიუჯეტიდან გასულ წელს 63 000 ლარი იყო გამოყოფილი.
დატოვეთ კომენტარი