ახალი ამბები

ხაშურში მეეზოვეების ხელფასი 270 ლარია

ა(ა)იპ ხაშურსერვისში 38 მეეზოვეა დასაქმებული, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით 270 ლარს შეადგენს.

ხაშურსერვისის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ა(ა)იპ-მა საკრებულოს წარუდგინა, დასუფთავების სამსახურში სულ 125 თანამშრომელია დასაქმებული.

“გასულ წელს მუნიციპალიტეტის დასახლებებში, დასუფთავებისა და სანიტარული ღონისძიებების განსახორციელებლად გამოყოფილი იქნა 1 016 000 ლარი, აქედან 570 000 ლარი შეადგინა სახელფასო ფონდმა. ხაშურის, დასუფთავების სამსახურში დასაქმებულია 125 თანამშრომელი, აქედან 38 მეეზოვე და 22 დასუფთავების ქვითრის დამრიგებელია, რომელთა ხელფასი შეადგენს 270 ლარს” , – განმარტავს ხაშურსერვისი.

უწყების ცნობით, ყოველდღიურად ხაშურში 48 100 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია იგვება, ხოლო დაბა სურამში 15 500 კვადრატული მეტრი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.