კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ავტომობილში 53 400 ლარი გადაიხადა.
უწყებამ სს “ფრანს ავტოსთან” გააფორმა ხელშეკრულება და შეიძინა 2022 წლის გამოშვების Renault Duster, რომლის ღირებულებაც 53 400 ლარია.
“შესყიდვის ობიექტის მიწოდება 180 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს”, – ვკითხულობთ ხელშეკრულებაში.
ხელშეკრულება მერიასა და კომპანიას შორის მიმდინარე წლის თებერვალში გაფორმდა.
დატოვეთ კომენტარი