ახალი ამბები

ხაშურის ერთ-ერთ სოფელში 8 ძროხა დაიკარგა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში 8 ძროხა საძოვრებიდან დაიკარგა. მეპატრონე ამბობს, რომ 2 დღეა პირუტყვს უშედეგოდ ეძებენ. 

“საქონელი ოსიაურში რკინიგზის სადგურთან გვყავდა გაშვებული საძოვარზე. ორი დღეა ვეძებთ, ძებნაში ჩართულია პოლიციაც, გამოკითხვით გავარკვიეთ, რომ ბოლოს ხაშურში მე-6 სკოლასთან დაინახეს”, – ამბობს სალომე ბერიძე.

მისივე ინფორმაციით, აპირებს ვიდეოჩანაწერების კადრების ნახვას იმ ადგილებიდან, სადაც ბოლოს პირუტყვი ნახეს.

დატოვეთ კომენტარი